საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ეწვია
საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ეწვია

სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში, დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი თბილისში ჩამოვიდა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, თანაშემწის მოადგილე ოლსონი შეხვდება პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს.

ასევე, ერიკა ოლსონი დაესწრება კულტურულ ღონისძიებას და გაეცნობა საელჩოს მიერ მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს ავითარებს.