ჰილარი კლინტონი, მადლენ ოლბრაიტი და კოლინ პაუელი CBS-ის სერიალში მიიღებენ მონაწილეობას
ჰილარი კლინტონი, მადლენ ოლბრაიტი და კოლინ პაუელი CBS-ის სერიალში მიიღებენ მონაწილეობას

ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, მადლენ ოლბრაიტი და კოლინ პაუელი CBS-ის სერიალში Madam Secretary მიიღებენ მონაწილეობას.

ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს.

პოლიტიკოსები სერიალის მეხუთე სეზონის ერთ-ერთ სერიაში გამოჩნდებიან, რომელიც ეთერში შვიდ ოქტომბერს გავა.

CBS -ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სერიალი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ისტორიას მოგვითხრობს.