ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა
ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ დიპლომატმა, ტელეკომპანია „სიბიესის“ გადაცემა „60 წუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც კვირას ეთერში გასვლამდე დააანონსეს.

ენტონი ბლინკენის თქმით, ბოლო დღეებში, აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან მობილიზებული რუსული ძალების უკან დახევა შეინიშნება.