„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელად დავით თვალაბეიშვილი დაინიშნა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელად დავით თვალაბეიშვილი დაინიშნა, რომელიც აქამდე „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი იყო.
ელექტროსისტემის ოფისში კომპანიის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ წარუდგინა.
შეხვედრას სულხან ზუმბურიძეც ესწრებოდა, რომელიც ელექტროსისტემას 11 წელი ხელმძღვანელობდა.
დავით თვალაბეიშვილი სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტების კოორდინატორად სამხრეთ კავკასიაში, ასევე ფონდის „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკული პროექტების მენეჯერად, 2012 წლიდან კი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ხელმძღვანელობდა.