დავით თვალაბეიშვილი - რიონის ხეობის დეესკალაციის პროცესში პასუხისმგებლობა „რიონის მცველებმაც“ უნდა აიღონ, რომ ისინი „ენკას“ თანამშრომლებს ლეგიტიმურად მინიჭებული საქმიანობის წარმოების შესაძლებლობას მისცემენ
დავით თვალაბეიშვილი - რიონის ხეობის დეესკალაციის პროცესში პასუხისმგებლობა „რიონის მცველებმაც“ უნდა აიღონ, რომ ისინი „ენკას“ თანამშრომლებს ლეგიტიმურად მინიჭებული საქმიანობის წარმოების შესაძლებლობას მისცემენ

რიონის ხეობის დეესკალაციის პროცესში პასუხისმგებლობა „რიონის მცველებმაც“ უნდა აიღონ, რომ ისინი „ენკას“ თანამშრომლებს ლეგიტიმურად მინიჭებული საქმიანობის წარმოების შესაძლებლობას მისცემენ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა, რომელიც მონაწილეობდა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ეგიდით წარმოებული მედიაციის პროცესში „ნამახვანიჰესის“ პროექტის შესახებ.

„რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაციის პროცესზე მედიაციის შეხვედრაზე საუბრისას მთავრობის მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულების პარალელურად, ასევე ყურადღება გამახვილდა იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც „რიონის მცველებმა“ უნდა აიღონ კომპანია „ენკას“ თანამშრომლებისთვის ლეგიტიმურად მინიჭებული საქმიანობის გაგრძელების მიზნით. ასევე დავაზუსტებ, რომ მედიაციის დროს არ ყოფილა საუბარი ხეობიდან პოლიციის უპირობო გაყვანაზე“, – აცხადებს დავით თვალაბეიშვილი.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო სოფელ ნამოხვანში საპროტესტო აქციის განახლებაზე, მაგრამ ამავე დროს, ცალსახა იყო დირკ ბუშლეს, მედიატორის მოლოდინი იმის შესახებ, რომ „ენკას“ საქმიანობას პროტესტის მონაწილეები ხელს არ შეუშლიდნენ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.