ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გივი თუმანიშვილი წარუდგინა

17:06, 14.02.2022

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საბჭოს აპარატის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გივი თუმანიშვილი წარუდგინა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

შსს-ს ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დეპარტამენტების დირექტორებმა ახალ უფროსს სტრუქტურული დანაყოფების ფუნქცია-მოვალეობები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს.

გივი თუმანიშვილი 2019 წლიდან საქართველოს დაზვერვის სამსახურში ანალიტიკური დირექტორატის უფროსი იყო, ხოლო მანამდე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი 11 თებერვალს დანიშნა.

მსგავსი