სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ნიკა ცხვარაშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილის პოსტზე კი გიორგი გიორგაძე დაინიშნა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ნიკა ცხვარაშვილი პენიტენციურ სისტემაში გამოცდილი და პროფესიონალი კადრია, რაც უწყებას უფრო ეფექტურს და ადამიანის უფლებების მაქსიმალურ დაცვაზე ორიენტირებულს გახდის.

იუსტიციის მინისტრმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად იმსჯელა. უწყების მთავარი პრიორიტეტი სისტემის ეფექტური მართვა, თანამშრომელთა პირობების გაუმჯობესება და რეფორმების განხორციელებაა.

დატოვე კომენტარი