რუსთავში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაჭრეს
რუსთავში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაჭრეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, დაცვის თანამშრომელს დანით ჭრილობა მისმა კოლეგამ მიაყენა.
როგორც ენერგოსისტემის თანამშრომლები აცხადებენ, დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მამაკაცს ერთი ჭრილობა ფილტვის არეში აქვს მიყენებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და საექსპერტო კრიმინალური პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია ერთი პირი.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.