ნეპალის დელეგაციამ სემეკ-სა და სახელმწიფო ელექტროსისტემაში შეხვედრები გამართა
ნეპალის დელეგაციამ სემეკ-სა და სახელმწიფო ელექტროსისტემაში შეხვედრები გამართა

საქართველოში მყოფმა ნეპალის სამთავრობო დელეგაციამ სემეკ-სა და სახელმწიფო ელექტროსისტემაში შეხვედრები გამართა.

სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ნეპალის ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს სექტორის რეგულირების სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო.

სახელმწიფო ელექტროსისტემაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანიის როლს ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობასა და კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ.

ნეპალის დელეგაცია საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით იმყოფება და ვიზიტის მიზანს საქართველოში ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების გაცნობა წარმოადგენს. დელეგაციას ნეპალის ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და ირიგაციის მინისტრი ხელმძღვანელობს.