საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
საფრანგეთში საქართველოს საელჩო ქვეყნაში მცხოვრებ და ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 8 დეკემბრისთვის პარიზსა და სხვა ქალაქებში დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო აფრთხილებს. საელჩო ასევე ავრცელებს ცხელი ხაზის ნომერსაც.
„საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, მ.წ. 8 დეკემბერს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას.
საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.