„საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ანგარიში წარადგინა
„საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ანგარიში წარადგინა

„საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ანგარიში წარადგინა.

კვლევის ფარგლებში, ორგანიზაციამ 3 000-ზე მეტი მედიაპლატფორმა, „ფეისბუქის“ გვერდი და პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული მასალები შეისწავლა. კვლევის შედეგად, ანტიდასავლური პროპაგანდის რვა ძირითადი მიმართულება გამოვლინდა, მათ შორის ნატო-ს, ევროკავშირის, ასევე კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, დეზინფორმაციის ფარგლებში, პანდემიის პერიოდში სხვადასხვა ჯგუფი ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის გაღვივებას ხელს უწყობს, რაც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლას აფერხებს.

კვლევისას გამოიკვეთა, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის ძირითად მიზანს ევროკავშირისა და აშშ-ის წინააღმდეგ ნეგატიური დამოკიდებულების გაღვივება და მოსახლეობაში ნიჰილიზმის დანერგვა წარმოადგენს.