უცხოური მედია – ისრაელის დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე 120-ზე მეტი ამერიკელი კონგრესმენი გახდა, რისთვისაც ორი მილიონი დოლარია გადახდილი
NEW YORK, NEW YORK – JUNE 2: Pro-Palestine supporters counter protest near the Israel Day on Fifth parade on June 2, 2024 in New York City. The NYPD will increase security for the parade due to tensions and protests surrounding the war in Gaza. This year’s parade will focus on “solidarity, strength and resilience” according to Mark Treyger, CEO of the Jewish Community Relations Council. Adam Gray/Getty Images/AFP (Photo by Adam Gray / GETTY IMAGES NORTH AMERICA / Getty Images via AFP)
ამერიკელი კონგრესმენები, სავარაუდოდ, ისრაელის მთავრობასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდნენ. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, დეზინფორმაციული კამპანია მიზნად ისახავდა ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე ისრაელის სამხედროების მხარდამჭერი გზავნილების გავრცელებას.
ამ კამპანიის შესახებ ინფორმაცია პირველად მარტში გავრცელდა და სოციალურ ქსელებში 600-ზე მეტი ყალბი ანგარიში გამოვლინდა, რომლებიც აკრიტიკებდნენ პალესტინურ უფლებადამცველ ორგანიზაციებს და უარყოფდნენ ღაზის სექტორში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.
„ნიუ იორკ თაიმსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დეზინფორმაციული ოპერაცია, სავარაუდოდ, ისრაელის მთავრობასთან არის დაკავშირებული.
როგორც ცნობილი ხდება, კამპანიის სამიზნე იყო, სულ მცირე, 128 ამერიკელი კონგრესმენი და სენატორი. მათ შორის სენატში უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი.
სოციალურ მედიაში ჩატარებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილე ანგარიშების უმეტესობა ამერიკელ მომხმარებლებად იყო შენიღბული. ისინი ისრაელის მხარდამჭერ გზავნილებს და ხშირად ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ისრაელის დიასპორის საქმეთა სამინისტრომ მსგავსი ინფორმაციული ფონის შექმნისთვის ორი მილიონი დოლარი ერთ-ერთ კომპანიას გადაუხადა.
თეთრ სახლში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.