საქართველოს რადიო - განახლებული ფორმატი და მზადება ახალი სეზონისთვის
21:47, 24.08.2018
პირველ არხზე რეფორმების ახალი ეტაპი იწყება. 2019 წლის იანვრიდან პირველი არხის რადიოარხები მაუწყებლობას ახალი საეთერო ბადით დაიწყებენ. სამეურვეო საბჭომ მენეჯმენტის მიერ წარდგენილი პროექტი დაამტკიცა და რადიო ცალკე სტრუქტურულ ერთეულად გამოყო.
ახალი პროექტის სამუშაო სახელია „საქართველოს რადიო“. მისი ორივე არხი (FM 102.4 და FM 100.9) ამ სახელის ქვეშ ქართული რადიომაუწყებლობის ტრადიციებს გააგრძელებს, რომელიც 1925 წლის 23 მაისიდან იწყება. ახლა საქართველოს რადიო მსმენელს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების მიხედვით მომზადებულ პროგრამებს შესთავაზებს.
რეფორმირებული რადიომაწყებლობისათვის პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2018-2019 წლის საეთერო სეზონისთვის გადაცემების შესარჩევი კონკურსი უკვე გამოაცხადა. საქართველოს რადიო შემეცნებით, საგანმანათლებლო, კულტურულ, შემეცნებით-გასართობ გადაცემებზე და ორიგინალურ იდეებზე პროექტებს, როგორც პირველი არხის თანამშრომლებისაგან, ასევე ნებისმიერი მსურველისგან ელის. განაცხადების შეტანა 3 სექტემბრიდან ერთი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
იმედიგვაქვს, ძალიანსაინტერესოიდეებიშემოვადაახალიწლისშემდეგრადიოიქნებაექსპრესიული, დინამიკურიდარაცმთავარია,უფროსიღრმისეული. ისესწრაფადვითარდებამედიაბაზარი,რომალბათყოველწლიურადუნდაიყოსკონკურსებიდაკვლევები, რათა არჩამოვრჩეთ, ვიყოთავანგარდში,გაფართოვდესარეალიდამსმენელმამოძებნოსობიექტურიინფორმაცია.
საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიოს ახალი არხის დამატებასაც გეგმავს, რომლის პრიორიტეტები კულტურა და ახალგაზრდობა იქნება. მაუწყებლობა ინტერნეტით განხორციელდება, რომლის პროგრამებში ფართოდ იქნება გამოყენებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ოქროს ფონდის უნიკალური ჩანაწერები.
რეფორმები და განახლება რადიომაუწყებლობის ზონის გაფართოებასაც გულისხმობს. ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარება უკვე მიმდინარეობს და სულ მალე მსმენელები საქართველოს რადიოს მრავალფეროვან გადაცემებს მთელ ქვეყანაში უპრობლემოდ მოისმენენ.