საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ ხალხს ქრისტეშობას და ნათლისღებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ ხალხს ქრისტეშობას და ნათლისღებას ულოცავს.
„ვულოცავ ყველა ჩვენს სომეხ მოქალაქეს, ვინც დღეს ქრისტეშობას და ნათლისღებას აღნიშნავს. მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ ოჯახს.
ჩვენს ხალხებს შორის სიყვარულსა და მეგობრობას საუკუნეები ამყარებს და ჩვენ კვლავაც ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის შენებას.
გილოცავთ და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.