გიორგი გახარია - რაც უფრო ზედმიწევნით, ეფექტურად და სწორად დავიცავთ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება, სწრაფად ავამუშავოთ ეკონომიკა
გიორგი გახარია - რაც უფრო ზედმიწევნით, ეფექტურად და სწორად დავიცავთ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება, სწრაფად ავამუშავოთ ეკონომიკა

რაც უფრო ზედმიწევნით, ეფექტურად და სწორად დავიცავთ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება, სწრაფად ავამუშავოთ ეკონომიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„წესების დაცვა აუცილებელია, რათა თანმიმდევრულად და შედარებით სწრაფად გავხსნათ ეკონომიკა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო ზედმიწევნით, ეფექტურად და სწორად დავიცავთ ამ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება, სწრაფად ავამუშავოთ ეკონომიკა, რაც დღეს ჩვენი მიზანი გახლავთ.

მოგეხსენებათ, რომ იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენ უკვე მივიღეთ, დღეს სრულად იხსნება ნებისმიერი შეზღუდვა შესვლასა და გამოსვლაზე ქალაქ რუსთავსა და გარდაბანში, ასევე 18 რიცხვიდან მოიხსნება საკარანტინო ზონა მარნეულში და ამ რეგიონის მოსახლეობასაც შეეძლება, პრობლემების გარეშე ისარგებლონ იმ გადაადგილების შესაძლებლობით, რომლითაც სარგებლობენ ჩვენი ქვეყნის ყველა სხვა მოქალაქეები“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი