საქართველოს პირველი არხის მეგაპროექტის, „მასტერშეფის“ ახალი სეზონის ათეული ცნობილია
საქართველოს პირველი არხის მეგაპროექტის, „მასტერშეფის“ ახალი სეზონის ათეული ცნობილია. ჟიურის გადაწყვეტილებით, „მასტერშეფის“ გამარჯვებულის ტიტულისთვის იბრძოლებენ: მარიამ ქურდიანი, ნუცა სურგულაძე, დალი ჩიტალაძე, დიმუ მენაბდე, სოფო გოგებაშვილი, ნათია სუხაშვილი, ანუკი ბიწაძე, პიტო სეთურიძე, გაგა ვარდანიძე, მარტა ბარამიძე.
ჟიურიმ ათეული წინსაფრის მფლობელი 24 კონკურსანტიდან შეარჩია.
მეგაპროექტ „მასტერშეფის“ მეორე სეზონი საქართველოს პირველი არხის ეთერში ერთი კვირის წინ დაიწყო.
„მასტერშეფის“ მეორე სეზონი ორი თვე გაგრძელდება. გამარჯვებული საქართველოს პირველი არხის საახალწლო ეთერში გამოვლინდება. მას საჩუქრად ბინა გადაეცემა.
„მასტერშეფის“ პირველი სეზონის გამარჯვებული ია ძაგანია გახდა.
მასტერშეფი