„მასტერშეფის“ მეექვსე სეზონის გამარჯვებული რუსო დაუშვილი გახდა [ვიდეო]

საქართველოს პირველი არხის კულინარიული მეგაშოუს, „მასტერშეფის“ მეექვსე სეზონის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. ქვეყნის საუკეთესო მზარეულის ტიტული რუსო დაუშვილმა მოიპოვა.

გამარჯვებული დღევანდელ ფინალურ შოუში გამოვლინდა.

მასტერშეფის“ ტიტულისთვის ასევე იბრძოდნენ დიმიტრი რჩეულიშვილი და მარიკა კოპალიანი.

ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი ლიცენზირებული საერთაშორისო კულინარიული მეგაშოუს, „მასტერშეფის“ მეექვსე სეზონი საქართველოს პირველ არხზე 19 სექტემბერს დაიწყო.

მასტერშეფი

 

დატოვე კომენტარი