„მასტერშეფი“ - წლის წარმატებული ტელეპროექტი

სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ „ქართული ბრენდის დღე 2021“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საღამოზე გამარჯვებული კომპანიები შვიდ ნომინაციაში გამოავლინეს.

წლის წარმატებული ტელეპროექტის ნომინაციაში გამარჯვებულად საქართველოს პირველი არხის მეგაშოუ „მასტერშეფი“ დასახელდა.

„მასტერშეფი არის პირველი არხის მართლაც გამორჩეული პროექტი, რომელიც პირველი დღიდან და პირველი სეზონიდანვე ძალიან შეიყვარა ჩვენმა მაყურებელმა. ძალიან სასიამოვნოა მისი კიდევ ერთხელ აღიარება. თუმცა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი აღიარა ხალხმა, ათი და ასიათასობით ჩვენი მაყურებელი მას ელოდება სეზონიდან სეზონამდე. ეს ჯილდო, ეს აღიარება, უპირველესად, ეკუთვნის პირველი არხისა და „ნოვა პროდაქშენის“ იმ უდიდეს გუნდს, იმ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს, რომლებმაც შექმნეს ეს პროექტი. მალე დაიწყება ახალი სეზონი და დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ არაერთ აღიარებას და ხალხის სიყვარულს მოვიპოვებთ კვლავაც და კვლავაც“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის მედია დირექტორმა, რუსუდან მანჯგალაძემ.

„ზოგადად, სახალხო აღიარება კარგია. მართალია, ეს ჩვენი ფანებისგან უკვე არაერთხელ გვიგრძვნია, მაგრამ სასიამოვნოა, რაღაც ტიპის ჯილდო რომ მოსდევს ამ ყველაფერს. ასევე, სასიამოვნოა, რომ სხვა პროფესიონალების და ასე ვთქვათ, კოლეგების გარემოში პროექტის წარმატებას აღიარებენ. მადლიერი ვარ ამ ყველაფრით და მიხარია. ყველა ჯილდო სასიამოვნოა, ნებისმიერი, რაც არსებობს და რისი მიღებაც შეიძლება“, – განაცხადა „მასტერშეფის“ ერთ-ერთმა წამყვანმა, ლუკა ნაჭყებიამ.

„ქართული ბრენდის დღე“ უკვე 19 წელია, ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროცესებს ასახავს და ნაციონალურ ბრენდებს განვითარების ყველა ეტაპზე წარმოაჩენს.

დატოვე კომენტარი