საქართველოს პარლამენტის მორიგი რიგგარეშე სხდომა 15 ივლისს გაიმართება
საქართველოს პარლამენტში მორიგი რიგგარეშე სხდომა 15 ივლისს, 10:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ დღევანდელი პლენარული სხდომის დასასრულს გახდა ცნობილი.
მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მესამე და საბოლოო მოსმენით დამტკიცების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატებს მიმართა, ხელის აწევით გამოეხატათ თანხმობა 15 ივლისს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით.
„როგორც ცნობილია, მთავრობა აპირებს, მომავალ კვირას წარმოადგინოს ცვლილებები და ნდობისთვის მომართოს პარლამენტს. შესაბამისად, გთავაზობთ, მომდევნო სხდომა ჩავნიშნოთ 15 ივლისს, 10:00 საათზე“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.