იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს, რადგან გამოძიება მათ დროინდელ სასამართლოზეც იქნება, რიგგარეშე სხდომის მოწვევა ერთხელ უკვე ჩაშალეს, სააღდგომოდ კიდევ სადმე წავლენ
იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს, რადგან გამოძიება მათ დროინდელ სასამართლოზეც იქნება, რიგგარეშე სხდომის მოწვევა ერთხელ უკვე ჩაშალეს, სააღდგომოდ კიდევ სადმე წავლენ

„ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ იმიტომ არ დაუჭერს მხარს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომ გამოძიება მათ დროინდელ სასამართლოზეც იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭიროს.

„სხვა რაზე შეიძლება, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და ამაზე მეტი რა უნდა იყოს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები ასანქცირებს გავლენიან მოსამართლეებს? ოდესმე დისკუსიის საგანი მაინც გახდება, როგორია სასამართლოთა მოქმედებები „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ეს საუნივერსიტეტო სასწავლებლებში შევა. სტუდენტებს ვასწავლით, რისგან უნდა დავიცვათ თავი და რა არ უნდა დაგვემართოს მომავალში. როგორც განიმარტა, სანქციების მიზეზები მომდინარეობდა როგორც წინა ხელისუფლებიდან, ასევე მოქმედი ხელისუფლების ქმედებებიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ იმიტომ არ დაუჭერს მხარს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომ გამოძიება მათ დროინდელ სასამართლოზეც იქნება. რიგგარეშე სხდომის მოწვევა ერთხელ უკვე ჩაშალეს, სააღდგომოდ კიდევ სადმე წავლენ და რაღაც მოხდება. კომისიის შექმნა „ნაცმოძრაობას“ რომ არ აწყობს, ეს ტრაგედიაა, რადგან ხმას ვერ იღებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალადობრივ მექანიზმზე – სასამართლოზე, რადგან იცის, რომ, საბოლოო ჯამში, ეს დისკუსია „ნაცმოძრაობამდეც“ მივა. „ნაცმოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რათა მხარი არ დაუჭიროს სასამართლოზე კომისიის შექმნას. ეს რომ სდომებოდა, აქამდე თავად გააკეთებდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.