შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის გამართვის თაობაზე მიმართა
შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის გამართვის თაობაზე მიმართა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს, 11:00 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია:

  • „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები;
  • „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით;
  • „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით;
  • „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით;
  • „თავდაცვის კოდექსი“ მეორე მოსმენით.