შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის გამართვის თაობაზე მიმართა
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს, 11:00 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია:
- „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით;
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით;
- „თავდაცვის კოდექსი“ მეორე მოსმენით.