საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციას ლუკა კურტანიძე უხელმძღვანელებს
საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციას ლუკა კურტანიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინაში საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა.

საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატად თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების ორგზის მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე დასახელდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა რაფაელ ჩიმიშკიანმა პრეზიდენტობის ალტერნატიულ კანდიდატად წყალბურთელი ვლადიმერ ისელიძე დაასახელა, რომელმაც კანდიდატურა ლუკა კურტანიძის სასარგებლოდ მოხსნა. სპორტული ფედერაციებიდან მიწვეული ოლიმპიელების სრული მხარდაჭერით, ლუკა კურტანიძე საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

მსოფლიოს ოლიმპიელთა ასოციაცია ასაკის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური, რელიგიური და სოციალური განსხვავების მიუხედავად, ოლიმპიადებში მონაწილე სპორტსმენებს აერთიანებს. ასოციაცია დახმარებას უწევს ეროვნულ ოლიმპიურ ასოციაციებს და მათ წევრ ოლიმპიელებს ოლიმპიური სულისკვეთების გავრცელების საქმეში, ეწევა სპორტთან დაკავშირებულ საქველმოქმედო საქმიანობას, იცავს ვეტერან ოლიმპიელთა ინტერესებს.