ლუკა კურტანიძე ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანებს შორის #1TVSPORT
ლუკა კურტანიძე ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანებს შორის #1TVSPORT

საბერძნეთის ქალაქ ლუტრაკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჭიდაობის ქართველი ლეგენდა 100კგ-ში ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია.  ქართველმა ფალავანმა ფინალამდე რუსი რუსლან ასუევი და ლატვიელი იგორს სამუსონოკსი დაამარცხა. საჩემპიონო შეხვედრაში კი ირანელ ალი აბდულა გასემი საბურს ანგარიშით 4:0 სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ტურნირზე ჯერჯერობით თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კი უკვე ოთხი მედალია.

მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია ამირან წიქვაძეც (70 კგ). მალხაზ როზომაშვილი (78 კგ) ვერცხლს დაეუფლა, ხოლო გივი სიხარულიძე (62 კგ) ბრინჯაოს.

შეგახსენებთ, რომ ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ბოლო სამი ჩემპიონატის გამარჯვებულია და დღეს იგი მეოთხე ტიტულს დაეუფლა.