ორი ოქროს და ერთი ვერცხლი მედალი ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან
ორი ოქროს და ერთი ვერცხლი მედალი ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან

მაკედონიაში, თავისუფალ ჭიდაობაში, ვეტერანებს შორის გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ფალავნებმა სამი ფინალი იჭიდავეს და ორი მათგანი წარმატებით დაასრულეს.

ვეტერანებს შორის ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონი ლუკა კურტანიძე გახდა.

მეორე ოქროს მედალი 70 კგ-ში ამირან ცივაძემ მოიპოვა, ფინალში მან იაპონელი – კოჯი ფურუსატუ შედეგით 7-3 დაამარცხა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი კი 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე – იოსებ ხუციშვილი გახდა.