მაკედონიაში, თავისუფალ ჭიდაობაში, ვეტერანებს შორის გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ფალავნებმა სამი ფინალი იჭიდავეს და ორი მათგანი წარმატებით დაასრულეს.
ვეტერანებს შორის ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონი ლუკა კურტანიძე გახდა.
მეორე ოქროს მედალი 70 კგ-ში ამირან ცივაძემ მოიპოვა, ფინალში მან იაპონელი – კოჯი ფურუსატუ შედეგით 7-3 დაამარცხა.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი კი 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე – იოსებ ხუციშვილი გახდა.