საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი სრჯან დარმანოვიჩი ეწვია.

მონტენეგროს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებასა და მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების გამოცდილებაზე ისაუბრეს.

მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართავს.

ხოლო 13 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მონტენეგროს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში.

ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.