მონტენეგროს პრემიერი - განსაკუთრებით მივულოცავ ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან მისი მოწვევით თბილისში ჩამოვიდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები
მონტენეგროს პრემიერი - განსაკუთრებით მივულოცავ ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან მისი მოწვევით თბილისში ჩამოვიდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები

განსაკუთრებით მივულოცავ ბატონ ირაკლის, რადგან მან „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ თავი მოუყარა ჩვენს ორ კოლეგას, ჩემს მეგობრებს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს, ორ ქვეყანას, რომლებიც მონტენეგროს მეგობრებიც არიან და ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე, – ამის შესახებ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მონტენეგროს პრემიერის თქმით, დღესდღეობით გლობალურ სამყაროში აღარ არის უკვე მნიშვნელოვანი რამდენად დიდია რომელიმე ქვეყანა, უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად დიდია იდეა.

„განსაკუთრებით მივულოცავ ბატონ ირაკლის, რადგან მან „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ თავი მოუყარა ჩვენს ორ კოლეგას, ჩემს მეგობრებს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს, ორ ქვეყანას, რომლებიც მონტენეგროს მეგობრებიც არიან და ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე. მნიშნელოვანია, ვისაუბროთ გზებზე, ასევე აეროპორტებზე, საზღვაო პორტებზე და კიდევ ყველაზე მნიშნელოვანი საკითხი არის ის, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ ადამიანებს მიუწვდებოდეთ ხელი ამაზე. რაც კი მოვისმინეთ ჩვენი კოლეგებისგან და რასაც ვისმენთ ამ ფორუმის განმავლობაში, ძალიან მნიშნელოვანი იქნება, როგორც მომავლისთვის, ასევე მშვიდობისთვის, მაგრამ მშვიდობის გარეშე შეუძლებელი იქნება პროგრესის შენარჩუნება. დღეს ჩვენ ძალიან დიდი გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ. კორონავირუსის შემდეგ, რომელმაც ბევრი ეკონომიკა გაანადგურა, რაშიც შედის მონტენეგროს ეკონომიკაც, რადგან ჩვენი ქვეყანა ძალიან იყო დამოკიდებული ტურიზმის სექტორზე და პირდაპირი შემოსავალი მოდიოდა ტურიზმიდან, 75% არაპირდაპირი შემოსავალი იყო და ჩვენ ახლა უკვე ვცდილობთ, რომ აღვადგინოთ ეკონომიკა კოვიდის შემდეგ.

წელს, უნდა ითქვას, რომ მონტენეგროს ისტორიაში საუკეთესო ტურისტული სეზონი გვქონდა და ჩვენი პარამეტრები ყველანაირ მოლოდინს სცდება. ძალიან კარგი იყო. 2019 წლის შემდეგ, რომელიც სხვათა შორის, თავისთავად რეკორდული იყო, მაგრამ 2023 კიდევ ამაზე უკეთესი აღმოჩნდა. ადამიანებმა კვლავ დაიწყეს გადაადგილება და მოგზაურობა. ძალიან კარგი არის ის, რომ კორონას შემდეგ, გზების დახურვის შემდეგ, სხვათა შორის, მე ხაზი უნდა გავუსვა ასევე ჩინეთის მდგომარეობას, რომ ამდენი წელი იყო ჩაკეტილი და ბოლოს უკვე ასევე შეგვიძლია, რომ ჩინეთიდანაც ჩამოვიდნენ ადამიანები“, –  განაცხადა დრიტან აბაზოვიჩმა.