ანდრია მანდიჩი – მონტენეგროს სურს ევროკავშირში გაწევრიანება წელში გამართულს და არა მუხლებზე დაჩოქილს ან ხოხვით, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს

16:00, 11.10.2024

მონტენეგროს სურს ევროკავშირში გაწევრიანება წელში გამართულს და არა მუხლებზე დაჩოქილს ან ხოხვით, – ამის შესახებ მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე ანდრია მანდიჩმა განაცხადა.

მანდიჩის თქმით, სურთ, რომ ევროპული ერების საზოგადოებაში თანაბარი ფაქტორი იყვნენ.

„ჩვენ მივეკუთვნებით ევროპული ერების ოჯახს და მკაფიოდ გავაჟღარე გზავნილი, რომელიც მქონდა რომშიც, რომ მონტენეგროს სურს ევროკავშირში გაწევრიანება წელში გამართულს და არა მუხლებზე დაჩოქილს ან ხოხვით, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს, ისევე როგორც ფინელები იცავენ საკუთარ ღირებულებებს. ჩვენ გვსურს, რომ ევროპული ერების საზოგადოებაში თანაბარი ფაქტორი ვიყოთ, რადგან ჩვენ ვართ ევროპა“, – განაცხადა ანდრია მანდიჩმა.

მსგავსი