საქართველოს პრემიერ-მინისტრი 29 ნოემბერს მოლდოველ კოლეგას უმასპინძლებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 29 ნოემბერს მოლდოველ კოლეგას უმასპინძლებს

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი ეწვია.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოლდოველ კოლეგას პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში, დაგეგმილია ხელმოწერა დოკუმენტებზე, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.

საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.