კიშინიოვში „დემოკრატიული პარტია“ აქციას მართავს, რომელშიც მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც მონაწილეობს
კიშინიოვში „დემოკრატიული პარტია“ აქციას მართავს, რომელშიც მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც მონაწილეობს

კიშინიოვში „დემოკრატიული პარტია“ აქციას მართავს. აქციაში მონაწილეობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული პაველ ფილიპი.

შეგახსენებთ, ფილიპმა მანამდე ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.

აქციის გამო, კიშინიოვის ქუჩებში საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქციის მონაწილეთა კოლონა დედაქალაქის ცენტრალური მოედნისკენ მიემართება.

მანამდე მოლდოვას პარლამენტმა ფილიპის პარტიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს ბრალი დასდეს ხელისუფლების უზურპაციაში და სამართალდამცველებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს.