საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე ანტონ ფეიქრიშვილი - კარიერის შემდგომი ცხოვრებისთვის არავინ მამზადებდა, არავის უთქვამს, რა რთულია ეს პერიოდი #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე ანტონ ფეიქრიშვილი - კარიერის შემდგომი ცხოვრებისთვის არავინ მამზადებდა, არავის უთქვამს, რა რთულია ეს პერიოდი #1TVSPORT

ფრანგულ სარაგბო გაზეთ „მიდი ოლიმპიკში“ საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბის, ანტონ ფეიქრიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

ყოფილი „ბორჯღალოსანი“, რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი საფრანგეთის ლიგაში აქვს გატარებული („აჟენი“, „კასტრი“, „კარდიფ ბლუზი“), კარიერის დასრულების შემდეგ გამოწვეულ პრობლემებსა და დეპრესიაზე ჰყვება.

გთავაზობთ ამონარიდს აღნიშნული მასილდან:

„35 წლის ანტონ ფეიქრიშვილი დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 27 თამაში ჩაატარა. ბოლოს კი სამშობლოში დაბრუნდა და სარაგბო კლუბ „ყოჩებში“ შერკინების მწვრთნელად დაიწყო მუშობა.

ანტონ ფეიქრიშვილმა ფრანგული გამოცემის ჟურნალისტებს საკუთრი პრობლემები შესახებ უამბო, რომელზე საუბარიც მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამავე გამოცემაში „სტად ფრანსეს“ კაპიტნის, პოლ ალო-ემილის წერილს გაეცნო, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, იგივე პრობლემები აწუხებდა, რაც ანტონს.

„ბოლო პერიოდში დეპრესია მომეძალა. ეს პრობლემა ბევრ მორაგბეს აწუხებს, მაგრამ ხმამაღლა ლაპარაკს ვერ ბედავენ. თუმცა, ვთვლი, რომ ყველამ ღიად უნდა ვისაუბროთ. როცა ალო-ემილის ინტერვიუ წავიკითხე, სურვილი გამოჩნდა, გადავხვეოდი და მეთქვა: ერთი და იგივე პრობლემები გვაწუხებს, ძმაო…

სამწუხაროდ, კარიერის შემდგომი ცხოვრებისთვის არავინ მამზადებდა, არავის უთქვამს, რა რთულია ეს პერიოდი. რაგბიში ყველაზე დიდი პრობლემა პროფესიონალ მორაგბეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობაა.

პროფესიონალი მორაგბის ცხოვრება ურთულესია. არავინ იცის, რამდენი ნერვიულობა და უძილო ღამე მქონდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მწვრთნელი ცუდ მოთამაშედ მთვლიდა, მხოლოდ იმის გამო, რომ სამი კილომეტრი ვერ ვირბინე.

თამაშის განხილვის შემდეგ ატირებული მორაგბეებიც მინახავს. მაგრამ თუ ვინმე ამაზე საუბარს დააპირებს, ესე იგი სუსტი პიროვნებაა…

ჭამის წინ რაღაც აბებს გვასმევდნენ. არასდროს მიფიქრია, მეკითხა, რისთვის იყო ეს საჭირო, რაში გვეხმარებოდა? არ ვიცი, ამ პრეპარატებმა იმოქმედა თუ არა ჩემს მდგომარეობაზე, მაგრამ მინდა, ვინმე დამეხმაროს, რათა თავიდან ავიცილო ყველაზე უარესი – არ მსურს, ჩემი შვილი მარტო იზრდებოდეს“.