საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას შეხვდება – მატჩი 15 მარტს ესპანეთში გაიმართება #1TVSPORT

21:09, 08.03.2026

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეტოქე პორტუგალია იქნება – შეხვედრა 15 მარტს ლეგანესში, „ესტადიო ონტიმ ბუტარკეზე“ გაიმართება და 21:45 საათზე დაიწყება.

პორტუგალიის ნაკრებმა ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებს 26:7 სძლია. პორტუგალიელებმა მეტოქეს ორი გარდასახული ლელო დაუდეს და ოთხი ჯარიმა გაუტანეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში ესპანეთის ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში „ავჭალის“ სტადიონზე რუმინეთის ნაკრები 53:30 დაამარცხა.

მსგავსი