რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის მესამე მატჩი მასპინძელთა გუნდთან გამართა და 14:57 დამარცხდა.
უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს ორი ლელო დაუდეს – თავი ლევან ეზიეშვილმა და ლუკა ტაბატაძემ გამოიჩინეს, გარდასახვები კი დავით წიკლაურმა და ნიკა ხალვაშმა ზუსტად დაარტყეს.
საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში გამართულ საერთაშორისო სერიაში კიდევ ორი მატჩი ჩაატარა – ფიჯი 29:23, ხოლო ჩილე 59:26 დაამარცხა.