რაგბი | საქართველოს ნაკრებმა ფინალის წინ კაპიტნის ვარჯიში გამართა [ფოტო] #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს ნაკრებმა ფინალის წინ კაპიტნის ვარჯიში გამართა [ფოტო] #1TVSPORT

15 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთში, ლეგანესის „ესტადიო ონტიმ ბუტარკეზე“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიას დაუპირისპირდება – შეხვედრა 21:45 საათზე დაიწყება.

მატჩის წინა დღეს ქართველმა მორაგბეებმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

შეხვედრამდე 48 საათით ადრე „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა პორტუგალიასთან მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი („შავი ლომი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. გიორგი შველიძე („ბრივი“), 12. გიორგი კვესელაძე („გრენობლი“), 11. დავით ნინიაშვილი („ლა როშელი“), 10. თედო აბჟანდაძე („ორიაკი“), 9. ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“).

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე („კლერმონი“), 2. ვანო კარკაძე („ოიონა“), 3. გიორგი მელიქიძე („სტად ფრანსე“), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), 5. ლადო ჩაჩანიძე („მონ დე მარსანი“), 6. ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“), 7. ბექა საღინაძე („ლიონი“, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“).

სათადარიგოები: 16. ნიკოლოზ სუთიძე („ლა როშელი“), 17. მამუკა მსტოიანი („აჟენი“), 18. ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“), 19. გიორგი ჯავახია („ტულონი“), 20. ლუკა ივანიშვილი („ბრისტოლი“), 21. ბექა გორგაძე („პო“); 22. მიხეილ ალანია („ვანი“), 23. ლუკა მატკავა („ოიონა“).

შემადგენლობა პორტუგალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმაც გამოაქვეყნა:

ხაზი: 15. მანუელ ვარეირო, 14. ვინსენტ პინტო, 13. როდრიგო მარტა, 12. თომას აპლეტონი, 11. მანუელ კარდოსო პინტო, 10. დომინგოს კაბრალი, 9. უგო კამაჩო.

შერკინება: 1. ლუის ლოპესი, 2. ლუკა ბეგიჩი, 3. ანტონიო მარია პრიმ და კოშტა, 4. მარტიმ ბელო, 5. ჟოზე მადეირა, 6. დავიდ უალისი, 7. ნიკოლას მარტინში, 9. ჟოზე მონტეირო.

სათადარიგოები: 16. კოდი ტომასი, 17. ნუნო მასკარენასი, 18. დიოგო ჰასე ფერეირა, 19. გილერმე კოშტა, 20. ჟოაო გრანატე, 21. ტომას ამადო, 22. გილერმე ვასკონსელოსი, 23. სიმაო ბენტო.