რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 30 მაისს სამხრეთ აფრიკას ეთამაშება - სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის მესამე მატჩს 30 მაისს მასპინძელ სამხრეთ აფრისკასთან გამართავს – შეხვედრა 16:30 საათზე დაიწყება.
20-წლამდელთა შორის მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა.
ხაზი: 15. ნიკა ხალვაში, 14. ავთანდილ ზვიადაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. ლეონიდე სალდაძე, 11. ლუკა ტაბატაძე, 10. მათე მახარაძე, 9. დავით წიკლაური;
შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე, 2. დავით არჩვაძე, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. თორნიკე ტორაძე, 6. გიორგი არძენაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. გიორგი ზაზაძე.
მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. აჩი ნოზაძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. პაატა ჩაკვეტაძე, 20. ირაკლი ყოლბაია; 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა არობელიძე.
მიმდინარე ტურნირზე უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ორი მატჩი გამართეს – ფიჯის ნაკრები 29:23 დაამარცხეს, ჩილეს კი 59:26 სძლიეს. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკას, მასპინძლებმა ჩილეს 97:0, ხოლო ფიჯის 82:25 მოუგეს.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ სამხრეთაფრიკელ თანატოლებს წელს ორჯერ ეთამაშნენ. „ჯუნიორ ბოკე“ თებერვალში საქართველოს ეწვია და რუსთავსა და თბილისში ამხანაგური შეხვედრები მოიგო. საგულისხმოა, რომ ეს გუნდები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში, რომელიც თბილისსა და ქუთაისში გაიმართება, 2 ივლისსაც შეხვდებიან ერთმანეთს.