რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ფიჯი დაამარცხა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ფიჯი დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის პირველი მატჩი ფიჯისთან გამართა და მეტოქე 29:23 დაამარცხა.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს ოთხი ლელო დაუდეს – თავი დავით არობელიძემ, გიორგი ზაზაძემ, ლევან ეზიეშვილმა და გაბრიელ რაზმაძემ გამოიჩინეს. თემურ ძოძუაშვილმა  კი სამი ლელო გარდასახა და ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც შეასრულა.

საერთაშორისო სერიის ფარგლებში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები კიდევ ორ მატჩს გამართავს, 26 მაისს ჩილესთან (15:00), ხოლო 30 მაისს მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან (16:30).