საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი რეჟისორი ბუბა ხოტივარი გახდა.
ბუბა ხოტივარმა არჩევნებში მონაწილე აკადემიის წევრთა 106 ხმა აიღო, კონკურენტმა სოსო ჯაჭვლიანმა კი, 63 მოაგროვა.
ბუბა ხოტივარი საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტზე 4 წლის ვადით აირჩიეს. სოსო ჯაჭვლიანმა ბუბა ხოტივარს გამარჯვება უკვე მიულოცა.
კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ორი კვირის წინ, ყოფილმა არჩეულმა პრეზიდენტმა, ზაზა ურუშაძემ თანამდებობა დატოვა.