საქართველოს კინოაკადემიაში პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს
საქართველოს კინოაკადემიაში პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოს კინოაკადემია რიგგარეშე ყრილობაზე დღეს ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის ორი კანდიდატი, სოსო ჯაჭვლიანი და ბუბა ხოტივარი.

არჩევნებში მონაწილეობას აკადემიის წევრები იღებენ.​ კინოაკადემიას სულ 294 წევრი ჰყავს. არჩევნებზე 184 მონაწილე დარეგისტრირდა, შესაბამისად კვორუმი შედგა.

კანდიდატებმა საკუთარი პროგრამა წარმოადგინეს, რის შემდეგაც საარჩევნო პროცესი დაიწყება.

კინოაკადემიის ყოფილმა არჩეულმა პრეზიდენტმა, ზაზა ურუშაძემ თანამდებობა ორი კვირის წინ დატოვა.