საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი ბუბა ხოტივარი გახდა

17:15, 25.09.2019

საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი რეჟისორი ბუბა ხოტივარი გახდა.

ბუბა ხოტივარმა არჩევნებში მონაწილე აკადემიის წევრთა 106 ხმა აიღო, კონკურენტმა სოსო ჯაჭვლიანმა კი, 63 მოაგროვა.

ბუბა ხოტივარი საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტზე 4 წლის ვადით აირჩიეს. სოსო ჯაჭვლიანმა ბუბა ხოტივარს გამარჯვება უკვე მიულოცა.

კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ორი კვირის წინ, ყოფილმა არჩეულმა პრეზიდენტმა, ზაზა ურუშაძემ თანამდებობა  დატოვა.

მსგავსი