საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტად კონსტანტინე (მინდია) ესაძე აირჩიეს
საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტად კონსტანტინე (მინდია) ესაძე აირჩიეს

გაიმართა საქართველოს კინოაკადემიის რიგგარეშე ყრილობა, რომელზეც კინოაკადემიის პრეზიდენტი აირჩიეს.

საქართველოს კინოაკადემ​იაში აცხადებენ, რომ ყრილობაში მონაწილეობა მიიღო კინოაკადემიის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (150 წევრი) და მათ ფარული კენჭისყრით დააფიქსირეს თავიანთი არჩევანი.

კინოაკადემიის პრეზიდენტობისთვის კენჭს იყრიდა კინოაკადემიის ექვსი წევრი. საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი ბიულეტენების შედეგად, კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: კონსტანტინე (მინდია) ესაძე 80 ხმა -53.7%; გიორგი თორაძე 38 ხმა – 25.5%; გიორგი გურგულია 12 ხმა – 8,1%; გენადი ცაავა 9 ხმა – 6%; ქეთევან ჯანელიძე 7 ხმა – 4.7%; ელგუჯა ბურდული 3 ხმა – 2%. ერთი ბიულეტენი გაბათილდა.