საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანია მეორედაც დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანია მეორედაც დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიასთან მეორე ამხანაგური მატჩიც მოიგო. შეხვედრაში, რომელიც ჰამბურგში გაიმართა, პირველის მსგავსად, ავთანდილ ასათიანის გუნდის უპირატესობით წარიმართა.

ანგარიში სიმი საიოტის გოლით გაიხსნა, მეტოქის კარში გატანილი კიდევ ორი გოლი კი თოდუასა და ფუმასას ანგარიშზეა და საბოლოოდ, საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

გერმანია – საქართველო 1:3

ძირითადი შემადგენლობა: ბუკია, თოფურია, სიმი, რონინიო, ფუმასა

სათადარიგო შემადგენლობა: კუპატაძე, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, სებისკვერაძე, თოდუა, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, კურტანიძე, ნიყვაშვილი, ნიშნიანიძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

გერმანიის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა.

ოფიციალური მატჩების გამართვამდე, ჩვენი გუნდი კიდევ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 29-30 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ლატვიაში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.