უკვე ოფიციალურად - საქართველო ფუტსალში ევრო 2022-ის მონაწილეა #1TVSPORT
უკვე ოფიციალურად - საქართველო ფუტსალში ევრო 2022-ის მონაწილეა #1TVSPORT

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 20202-ის მონაწილეა. ეს სერბეთის ქალაქ ვრსაჩში გამართული მატჩის შემდეგ გადაწყდა – მეოთხე შესარჩევ ჯგუფში სერბეთმა რუმინეთს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ დასრულდა – 4:4. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები მოხვდა ჯგუფური ეტაპის იმ საუკეთესო რვა გუნდს შორის, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ მიიღებენ და ნიდერლანდებში გასამართ ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ითამაშებენ, რაც „ჯვაროსნებისთვის“ ისტორიული მიღწევაა.

საქმე ისაა, რომ დარჩენილია ბოლო ტურის მატჩები, მაგრამ ორი ჯგუფის მეორეადგილოსნები საქართველოს ნაკრებს ვერ დაეწევიან. კონკრეტულად, ვეღარ გადაგვასწრებს მეოთხე ჯგუფის მეორეადგილოსანი სერბეთი, რომელმაც ექვსი ქულა დააგროვა, ისევე როგორც მე-5 ჯგუფში მეორე პოზიციისთვის მებრძოლი უნგრეთი და ბელარუსი. რომელთაც ასევე 6-6 ქულა აქვთ.

საუკეთესო მეორეადგილოსნები ჯგუფებში:

მეორე ჯგუფი

საქართველო 5 10

პირველი ჯგუფი

უკრაინა 5 9

მეექვსე ჯგუფი

სლოვენია 5 9

მესამე ჯგუფი

სლოვაკეთი 5 8

მეშვიდე ჯგუფი

ბელგია 5 7

მერვე ჯგუფი

ჩეხეთი 4 7

მეორეადგილოსნები, რომლებიც ვეღარ დაგვეწევიან

მეოთხე ჯგუფი

სერბეთი 5 6

მეხუთე ჯგუფი

უნგრეთი 5 6

ბელარუსი 5 6