სფფ-ის ხელმძღვანელობა ნიდერლანდებში გამგზავრებამდე ფუტსალის ნაკრებს შეხვდა #1TVSPORT
სფფ-ის ხელმძღვანელობა ნიდერლანდებში გამგზავრებამდე ფუტსალის ნაკრებს შეხვდა #1TVSPORT

გამთენიისას, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.

ფუტსალის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვან სანაკრებო ტურნირზე გამგზავრებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელები შეხვდნენ.

საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა ეროვნულ ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვეს.

2022 წლის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს საქართველოს ნაკრები გრონინგენში ჩაატარებს. 22 იანვარს, ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანს დაუპირისპირდება, 26 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინას, ხოლო 29 იანვარს – ესპანეთს. სამივე შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი