„საქართველოს ბანკის“ შენობიდან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს [ფოტო-ვიდეო]

მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ, „საქართველოს ბანკის“ შენობიდან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს.  ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ამ დროისთვის უცნობია, ისინი მძევლად აყვანილი პირები იყვნენ, თუ სხვა მოქალაქეები.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირია შეჭრილი, რომელსაც რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი.

ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც.

მიმდინარე მოვლენებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ „მოამბის“ სპეციალურ გამოშვებაში.