გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მამაკაცი შეღწევას ცდილობდა და ფულს ითხოვდა
გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მამაკაცი შეღწევას ცდილობდა და ფულს ითხოვდა

გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მამაკაცი შეღწევას ცდილობდა და ფულს მოითხოვდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ბანკის ფილიალის მენეჯერს, გურამ ცქიტიშვილს ცივი იარაღით ემუქრებოდა.

დაცვის თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკის“ შენობიდან მამაკაცის გაყვანა მოახერხეს.

ბანკის ფილიალის მენეჯერი გურამ ცქიტიშვილი გურჯაანის პოლიციის სამმართველოში ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება.