თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა
თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა

თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა და ბანკის თანამშრომლებს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა.

ბანკის თანამშრომლებმა თავდამსხმელს თანხა გადასცეს, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ტერიტორია დატოვა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.