„საქართველოს აქვს C ჰეპატიტის ელიმინაციის ყველაზე წარმატებული პროგრამა რეგიონში“
„საქართველოს აქვს C ჰეპატიტის ელიმინაციის ყველაზე წარმატებული პროგრამა რეგიონში“

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი, ჟუჟანა ჯაკაბი ამ წუთებში სასტუმრო „რედისონში“ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრას ესწრება.

როგორც მან აღნიშნა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოში მოქმედებს, მთელ რეგიონში ყველაზე წარმატებულია.

ჯაკაბის თქმით, საქართველო შესაძლოა, სამაგალითო აღმოჩნდეს ამ მიმართულებით რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და მოვლენა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მთელ რეგიონში, შეიძლება ასეც ითქვას. საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. საქართველოს მიმართ დადებითი შეფასება ამერიკის საელჩომაც გამოთქვა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს სამაგალითო სხვა ქვეყნებისათვის რეგიონში“, – განაცხადა ჟუჟანა ჯაკაბმა.