საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები თურქეთის ქალაქ ანტალიაშია. გია ცეცაძემ გუნდი პირველ დღეს, ძირითადად, ბურთთან ავარჯიშა, დღეიდან კი უკვე ორჯერადი დატვირთვები დაიწყება.
სამწუხაროდ, ტრავმების გამო თურქეთში გამგზავრებამდე გუნდს ბოლო მომენტში ანრი ჭიჭინაძე და ირაკლი კომახიძე გამოაკლდნენ.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები თურქეთში შემდეგი შემადგენლობით ემზადება:
მეკარეები: ლევან შოვნაძე (დინამო ბთ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);
მცველები: დავით კობოური, აკაკი შულაია (ორივე – დინამო თბ), გურამ გიორბელიძე (სიონი), ლუკა გადრანი (ცხინვალი), გიორგი ახალაძე (სამტრედია), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა)
ნახევარმცველები: ნიკა ბაშელეიშვილ, ირაკლი რუხაძე, გიორგი ხარებაშვილი (სამივე თელავი), გიორგი კიკნაძე, დავით სამურკასოვი (ორივე –
ლოკომოტივი), გიორგი კუცია (დინამო თბ), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ირაკლი კამლაძე (ვიტ ჯორჯია);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი), პაატა ღუდუშაური (ვიტ ჯორჯია).