გაბრიელ სიგუა - შვედეთთან ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ სიზუსტე დაგვაკლდა #1TVSPORT
გაბრიელ სიგუა - შვედეთთან ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ სიზუსტე დაგვაკლდა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში შვედეთთან ბათუმში ფრედ დასრულებულ (0:0) შეხვედრაზე კომენტარები გააკეთეს.

გაბრიელ სიგუა: „შვედეთი მშვენიერი მეტოქე იყო, თუმცა, ჩვენ დავალებები შევასრულეთ და კარგი თამაში ჩავატარეთ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თამაში მოგვეგო, ბევრი მომენტიც გვქონდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე დაგვაკლდა. ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება“.

საბა გოგლიჩიძე: „შვედეთი ძალიან ძლიერი მეტოქე იყო, მაგრამ ჩვენ მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ. მოედანზე პირველ ნომრად ვითამაშეთ. უბრალოდ, ბოლო ფაზაში სიზუსტე და აგრესიულობა დაგვაკლდა“.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 4 ტურის შემდეგ, შვედეთთან ერთად ჯგუფში 7 ქულით მეორე-მესამე ადგილს იკავებს. რამაზ სვანაძის გუნდი წლის ბოლო შეხვედრას 16 ნოემბერს, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ჩაატარებს.